მესამე მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე: იაკობაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა
Aa
Aa

მესამე მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე: იაკობაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა

ოსლოში მიმდინარე თავისუფალ სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ზურაბ იაკობიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

70 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვს 4:3 სძლია.

იაკობაშვილი მეოთხედფინალში პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევთან დამარცხდა, თუმცა შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო. რეპეშაჟში დიდ ბრიტანელ ნიკოლაი კოჯოკარუ 5:0 დაამარცხა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოვიდა, ქართველმა მოჭიდავეებმა ტურნირი ოქროს მედლის გარეშე დაასრულეს. იაკობაშვილის გარდა ნიკოლოზ კენჭაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო გენო პეტრიაშვილი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები