კუმანის გუნდის მორიგი სირცხვილი - ბარსამ ანტირეკორდი გაიმეორა
Aa
Aa

კუმანის გუნდის მორიგი სირცხვილი - ბარსამ ანტირეკორდი გაიმეორა

„ბარსელონამ“ რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით მორიგი სამარცხვინო მარცხი იწვნია და ლისაბონში „ბენფიკასთან“ 0:3 დამარცხდა.

მასპინძლებმა „ბარსას“ რბევა მე-3 წუთიდანვე დაიწყეს, როცა დარვინ ნუნესმა ერიკ გარსია მარტივად მოატყუა და ტერ შტეგენი მოძრაობაზე დაიჭირა. შემდეგ რაფა სილვას გოლი იყო და ბოლოს წერტილი პენალტიდან ისევ ნუნესმა დასვა.

სავარაუდოდ, ამ მარცხის შემდეგ კუმანს მთავარი მწვრთნელის პოსტს დაატოვებინებენ. ამის დიდი ალბათობაა, თუმცა მაინც ოფიციალურ განცხადებას დაველოდოთ.

ახლა რაც შეეხება ანტირეკოდს. „ბარსამ“ ჩემპიონთა ლიგაზე (თასის) პირველი ორი ტურის მატჩიდან ორივე ისტორიაში მეორედ წააგო. ასეთი რამ პირველად 1972-73 წლების სეზონში მოხდა. მაშინ კატალონიელები „პორტუსთან“ პირველი რაუნდის შეხვედრაში ორჯერ დამარცხდნენ. ამჯერად კი კუმანის შეგირდებმა საწყის 2 ტურში „ბაიერნთან“ და „ბენფიკასთან“ მიჯრით 0-3, 0-3 წააგეს და ჯგუფში ბოლო მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები