კუმანი :
Aa
Aa

კუმანი : "მეორე წუთიდან მოგვიწია გვეთამაშა გუნდთან,რომელიც დროს კლავდა"

ლა ლიგის მორიგ ტურში  კატალონიის „ბარსელონამ“ „გრანადასთან“ ქულები დაკარგა. კუმანის გაწვრთნილმა გუნდმა თამაში ბოლო წუთებზე გადაარჩინა.  90-ე წუთზე არაუხომ მატჩის საბოლოო ანგარიში 1:1 დააფიქსირა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა კომენტარი გააკეთა.

„თამაშის დაწყებამდე მოგებას გეგმავ,მაგრამ სტარტიდანვე ხვდები,რომ რთული იქნება. მეორე წუთიდან მოგვიწია გვეთამაშა გუნდთან,რომელიც დროს კლავდა. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და ქულა მოვიპოვეთ. ჩაგდებული სტარტის შემდეგ შეხვედრის მოგება გაგვიჭირდა. ჩვენ არ გვქონდა ბევრი თავისუფალი სივრცე, ამიტომ დაბალი ფეხბურთელები სათანადოდ ვერ გამოვიყენეთ და მოგვიწია საქმეში მაღალი ფეხბურთელები ჩაგვერთო. არაუხო თავისი საქმის პროფესიონალია და ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.“- განაცხადა კუმანმა  

ამ მომენტისთვის კატალონიურ გრანდს 4 მატჩის შემდეგ 8 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა განსხვავებით სხვა გუნდებისგან „ბარსელონას“ 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მომავალ ტურში „ბლაუგრანა“ „კადისს“ ესტუმრება. ხსენებული დაპირისპირება 24 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები