Aa Aa
20 სექტემბერი 2021  |  01:21

ვალენსია v რეალი: რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა?

ლა ლიგის მეხუთე ტურში ვალენსიამ რეალს მესტალიაზე უმასპინძლა, შეხვედრაში 3 გოლი გავიდა და რეალის გამარჯვებით, ანგარიშით - 1-2 დასრულდა.

სასიამოვნო აღმოჩნდა ვალენსიას მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის გადაწყვეტილება - გულშემატკივარმა ძირითად შემადგენლობაში კვლავ ქართველი მეკარე იხილა, გიორგი მამარდაშვილმა ზედიზედ ლა ლიგის მე-5 ტურის მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, საბოლოო ჯამში, გიორგის ანგარიშზე 8 სეივი იყო.

ნულოვანი პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიში 66-ე წუთზე, უგო დურომ გახსნა (1-0), რის შემდეგაც ვალენსია შეხვედრას 86-ე წუთამდე იგებდა, თუმცა რიკოშეტმა წონასწორობა აღადგინა (1-1), რასაც  კარიმ ბენზემას გოლი, 88-ე წუთზე მოჰყვა (1-2). სამწუხაროდ, აღნიშნულ მომენტში ქართველმა მეკარემ იჩქარა.

მატჩის ბოლოს პოპულარულმა სტატისტიკურმა პორტალმა, sofascore-მ, ფეხბურთელების შეფასებები გაასაჯაროვა. აღნიშნულმა სააგენტომ რეალის წინააღმდეგ ქართველი მეკარის შეფასების გრაფაში 7.0 ჩაწერა, რაც საბოლოო ჯამში, ორივე გუნდის ფეხბურთელების შეფასებების გათვალისწინებით, არც ისე დაბალია.

5 მატჩის შემდეგ, ვალენსიას 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს.

ვალენსია მომდევნო შეხვედრას რამდენიმე დღეში, სევილიას წინააღმდეგ გამართვს. ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩი 22 სექტემბერს, თბილისის დროით 21:30 საათიდან შედგება.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage