ქართველი მოციგურავეების მეორე ადგილი - საფინა-ბერულავას წყვილმა ვერცხლის მედალი აიღო
Aa
Aa

ქართველი მოციგურავეების მეორე ადგილი - საფინა-ბერულავას წყვილმა ვერცხლის მედალი აიღო

სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში, იუნიორთა შორის გრან პრის მესამე ეტაპზე, სპორტულ წყვილთა შორის მედლები გათამაშდა. ტურნირში მონაწილეობა 8 ქვეყნის 11 წყვილმა მიიღო, რომელთა შორის კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას ქართული დუეტიც გახლდათ.

ქართველმა სპორტსმენებმა თავიანთ სადებიუტო გამოსვლაში ბრწყინვალედ იასპარეზეს და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. საფინა-ბერულავას წყვილმა ორი პროგრამის ჯამში, 168.26 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილი დაისაკუთრა.

საფინამ და ბერულავამ ურთულესი და ტექნიკური ელემენტებით დატვირთული თავისუფალი პროგრამა წარადგინეს. ქართული დუეტი მხოლოდ რუს სპორტსმენებს ჩამორჩა და სხვადასხვა ქვეყნის საკმაოდ გამოცდილ წყვილებს სერიოზული კონკურენცია გაუწია.

აღსანიშნავია, რომ საფინა და ბერულავა პირველ ადგილზე გასულ მუხორტოვასა და ევგენიევს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩნენ, მესამე პოზიციაზე მყოფ კოსტიუკოვიჩსა და ბრიუხანოვს კი 10 ქულით გაუსწრეს.

მომზადებულია Georgian Figure Skating Federation-ის ფეისბუქ გვერდის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები