ბულგარეთმა იტალიის, ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
Aa
Aa

ბულგარეთმა იტალიის, ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბერში 2 ოფიციალურ და 1 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე პირველად ჩაატარებს, სადაც კოსოვოს უმასპინძლებს. მეორე მატჩი 5 სექტემბერს, სტუმრად, ბადახოსში, ესპანეთის წინააღმდეგ შედგება, 8 სექტემბერს კი ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში, ვასილ ლევსკის სტადიონზე, ბულგარეთის ეროვნულ ნაკრების დაუპირისპირდება.

საქართველოსთან მატჩამდე ევროშესარჩევის შეხვედრები ელის ბულგარეთსაც.  ბულგარელები 2 სექტემბერს იტალიას სტუმრად დაუპირისპირდებიან, ხოლო 5 სექტემბერს ლიეტუვას სახლში, ვასილ ლევსკის ეროვნული სტადიონზე უმასპინძლებენ.

მომავალი მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა, იასენ პეტროვმა შემდეგი შემადგენლობა შეარჩია:

მეკარეები: ნიკოლაი მიხაილოვი (ლევსკი), დანიილ ნაუმოვი (ცსკა 1948), გეორგი გეორგიევი (ჩერნო მორე);

მცველები: ვასილ ბოჟიკოვი (სლოვან ბრატისლავა), ანტონ ნედიალკოვი (ლუდოგორეცი), ვალენტინ ანტოვი (ცსკა სოფია), ივან ტურიცოვი ( ცსკა სოფია),  პეტკო ჰრისტოვი (სპეცია), ანდრეა ჰრისტოვი (სლავია სოფია), დიმიტარ ველკოვსკი (სერკლ ბრიუგე)

ნახევარმცველები: გეორგი კოსტადინოვი (არსენალი ტულა), თოდორ ნედელევი (ბოტევი, პლოვდივი), კრისტიან მალინოვი (ლევენი), ივაილო ჩოჩევი (ცსკა 1948),  დომინიკ იანკოვი (ლუდოგორეცი), ბირსენტ კარაგარენი (ლოკომოტივი პლოვდივი), პეტარ ვიტანოვი (ლოკომოტივი პლოვდივი), ილიან ილიევი (აპოლონ ლიმასოლი), რადოსლავ კირილოვი (სლავია სოფია)

თავდამსხმელები: კირილ დესპოდოვი (ლუდოგორეცი), სპას დელევი (არდა), დიმიტარ ილიევი (ლოკომოტივი პლოვდივი), გეორგი იომოვი (ცსკა სოფია), ათანას ილიევი (ბოტევი პლოვდივი), კალოიან კრასტევი (სლავია სოფია).

სხვადასხვა დროს, საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ, აქედან 4 მატჩი ოფიციალური იყო, ხოლო 1 - საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა. საქართველოს ნაკრების სტატისტიკა ბულგარეთის წინააღმდეგ ასეთია: გამარჯვება - 1, ფრე -1, მარცხი - 3 (მათ შორის, ერთი ამხანაგური შეხვედრა).

ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების ისტორიაში მეორე ამხანაგური მატჩი, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, 8 სექტემბერს შედგება და თბილისის დროით 20:30 საათიდან დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთვაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები