Aa
Aa

"ახმატის" სკანდალური გოლი - დავითაშვილი მოედანს დაუბრუნდა

რუსეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში ,სადაც ზურიკო დავტაშვილის „არსენალი“ ასპარეზობდა სკანდილი მოხდა.

მატჩის 31-ე წუთზე ტულელთა ფეხბურთელმა უროს რადაკოვიჩმა შენიშნა ტრავმირებული ჩაუშინი და ბურთი აუტისკენ გადაადგო. „ახმატის“ კოსოვოელმა ფეხბურთელი ბერნან ბერიშა გაგორებულ ბურთს დაეწია, აუტში არ გადაუშვა და შეტევა წამოიწყო, რის შემდეგაც კონატემ გოლი გაიტანა. მომხდარი ფაქტის შემდეგ მოედანზე ჩხუბი ატყდა.

აღნიშნული შეხვედრა „ახმატის“ გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. სასიხარულო ამბავია, რომ მოედანს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი დაუბრუნდა.

„არსენალის“ ქართველი ლეგიონერი თამაში სათადარიგო სკამიდან 63-ე წუთზე ჩაერთო.

ჩატარებული 6 ტურის შემდეგ "არსენალი"4 ქულით სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები