იუვენტუსი სიტის ოფიციალურ წინადადებას ელოდება - რონალდუმ ტრანსფერი მოითხოვა
Aa
Aa

იუვენტუსი სიტის ოფიციალურ წინადადებას ელოდება - რონალდუმ ტრანსფერი მოითხოვა

კრიშტიანუ რონალდუს ტურინული თავგადასავალი დასასრულს უახლოვდება. პორტუგალიელ ფეხბურთელს „იუვენტუსის“ დატოვება და კარიერის „მანჩესტერ სიტიში“ გაგრძელება სურს. ეს ინფორმაცია რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა და ახლახან, ფაბრიციო რომანომ და ჯანლუკა დი მარციომაც დაადასტურეს.

რომანოს მიხედვით, რონალდუმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და „ბებერ ქალბატონს“ ტრანსფერი მოსთხოვა. „იუვენტუსი“ „სიტის“ ოფიციალურ წინადადებას ელოდება, რომელსაც ტურინელები სავარაუდოდ, მომდევნო საათებში მიიღებენ.

რონალდუს აგენტი, ჟორჟე მენდეში „ქალაქელებთან“ თავისი კლიენტის კონტრაქტის დეტალებს ათანხმებს და პარალელურად, მანჩესტერელები გარიგების გაჩარხვის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ. „იუვეს“ კრიშტიანუს სანაცვლოდ 28-30 მილიონი ევროს მიღება სურს და „სიტი“ საკუთარ მომდევნო ნაბიჯზე ძალიან მალე შეჯერდება.

რომანოს კოლეგის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, „სიტი“ რონალდუს სანაცვლოდ „ბებერ ქალბატონს“ 30 მილიონ ევროს ხვალ შესთავაზებს და „ბიანკონერი“ მიღებულ წინადადებაზე თანხმობას განაცხადებს. დი მარციოს თუ დავუჯერებთ, გარიგებას წინ აღარაფერი უდგას და მხოლოდ ფორმალური საკითხებიღაა მოსაგვარებელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები