საინტერესო მატჩების მოლოდინში - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა
Aa
Aa

საინტერესო მატჩების მოლოდინში - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა

თურქეთის ქალაქ სტამბულში, ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საწყის ეტაპზე საინტერესო ჯგუფები მივიღეთ და გუნდები ასე გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: მანჩესტერ სიტი, პსჟ, ლაიფციგი, ბრიუგე.

B ჯგუფი: ატლეტიკო, ლივერპული, პორტუ, მილანი

C ჯგუფი: სპორტინგი, დორტმუნდი, აიაქსი, ბეშიქთაში.

D ჯგუფი: ინტერი, რეალი, შახტარი, შერიფი.

E ჯგუფი: ბაიერნი, ბარსელონა, ბენფიკა, კიევის დინამო.

F ჯგუფი: ვილიარეალი, მანჩესტერ იუნაიტედი, ატალანტა, იანგ ბოიზი.

G ჯგუფი: ლილი, სევილია, ზალცბურგი, ვოლფსბურგი.

H ჯგუფი: ჩელსი, იუვენტუსი, ზენიტი, მალმიო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების გათამაშების პირველი შეხვედრები 14-15 სექტემბერს გაიმართება, ბოლო ტური კი 7-8 დეკემბერსაა ჩანიშნული. ფინალს რაც შეეხება, გადამწყვეტ მატჩს 28 მაისს, „ზენიტის“ საშინაო სტადიონზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები