2 მედლის შანსი - ნინო თიბილაშვილი პარალიმპიური თამაშების ფინალში გავიდა
Aa
Aa

2 მედლის შანსი - ნინო თიბილაშვილი პარალიმპიური თამაშების ფინალში გავიდა

ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიადაზე პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილი ფინალში გავიდა, ხოლო ირმა ხეცურიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ნახევარფინალში ნინო თიბილაშვილმა ურთულეს ბრძოლაში უკრაინელი ევგენია ბრეუსი ანგარიშით 15:12 დაამარცხა.

ოქროს მედლისთვის კი ნინო რეიტინგის პირველ ნომერს ჩინელ ჟინ ბიანს შეხვდება. 

ჯგუფურ ეტაპზე ქართველმა რუსეთი პარალიმპიური კომიტეტის წევრი ევგენია სიჩოვასა და კანადელ სილვი რუთ მორელა აჯობა, ხოლო პოლონელ კინგა დროზდსთან და ჩინელ ჰაიან გუსთან წააგო. მერვედფინალში იტალიელ ლორედანა ტრილიასთან იოლი გამარჯვება იზეიმა. მეოთხედფინალში კი უკრაინელი ნატალია მორკვიჩი 15:13 დაამარცხა.

ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ირმა ხეცურიანი ჩინელ შუმეი ტანთან 15:8 დამარცხდა. მედლისთვის ბრძოლაში ქართველი პარამოფარიკავე ჩინელ რონგ ჟიაოს შეხვდება.

ჯგუფურ ეტაპზე ხეცურიანმა 5 ბრძოლა გამართა. ქართველმა პარამოფარიკავემ ამერიკელ ტერი ჰაესს, გერმანელ სილვი ტაუბერსა და იტალიელ როსანა პასკინოს აჯობა, ხოლო სოსანი იანთან და ჩინელ რონგ ხიაოსთან წააგო. მეოთხედფინალში კი გამარჯვება იტალიელ როსანა პასკინოსთან იზეიმა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები