გოლის ყველაზე გიჟური აღნიშვნები ფეხბურთში - Star-მა ქეცბაიაც გამოარჩია
Aa
Aa

გოლის ყველაზე გიჟური აღნიშვნები ფეხბურთში - Star-მა ქეცბაიაც გამოარჩია

ბრიტანულმა Daily Star-მა გოლის 10 ყველაზე გიჟური აღნიშვნა დაასახელა, რომლებიც საფეხბურთო სამყაროს ოდესმე უნახავს. გამოცემის შთაგონების წყარო მაიკლ ანტონიოს ქმედებები იყო, რომელმაც „ლესტერთან“ მატჩში განსაკუთრებული აღნიშვნა შემოგვთავაზა.

ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ Daily Star-ის რეიტინგში ქართველ ფეხბურთელს, თემურ ქეცბაიას ვხედავთ და რა თქმა უნდა, საუბარი „ბოლტონთან“ გატანილ გოლს ეხება.

„1998 წელს, ნიუკასლის ყოფილმა ვარსკვლავმა მატჩის მიწურულს, მნიშვნელოვანი ბურთი შეაგდო. ზოგადად გოლის გატანას ბედნიერება და აღტაცება მოაქვს, მაგრამ ქართველი ფეხბურთელისგან მრისხანება ვიხილეთ.

მან მაისური გაიძრო, ის ქომაგების მისამართით ისროლა და სარეკლამო ბანერს ფეხი მთელი ძალით რამდენჯერმე დაარტყა. ბრაზისგან გაფართოებული თვალების მქონე ფეხბურთელმა ბუცების გახდაც დაიწყო, მაგრამ ალან შირერმა და თანაგუნდელებმა შეაჩერეს და დაამშვიდეს“, - წერს Star.

ცნობისთვის, გუშინ, ბრიტანულმა გამოცემამ, GivemeSport-მა ქეცბაიას მიერ გატანილი გოლი გაიხსენა, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა „ვულვზის“ მაისურით შეაგდო. „საჯარიმო დარტყმის საუკეთესო გათამაშება? გავიხსენოთ თემურ ქეცბაიას მიერ ვულვზის რიგებში გატანილი ბრწყინვალე გოლი“ - ასეთი გახლდათ სტატიის სათაური და მისმა ავტორმა ქართველ ლეგენდაზე ისაუბრა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები