პირველი ოფიციალური შეთავაზება - რეალმა მბაპეს თაობაზე პსჟ-ს მიმართა
Aa
Aa

პირველი ოფიციალური შეთავაზება - რეალმა მბაპეს თაობაზე პსჟ-ს მიმართა

ესპანური გამოცემები იტყობინებიან, რომ მადრიდის „რეალმა“ მბაპეს თაობაზე „პარი სენ ჟერმენს“ პირველი ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა.

სპორტულმა გამოცემა GOAL-მა მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია და ირწმუნება, რომ საქმე ახლა გაცილებით სერიოზულად არის ვიდრე ოდესმე. სხვა დეტალებს კი ხსენებული წყარო არ ასაჯაროებს.

მოლაპარაკება პირადად ფლორენტინო პერესსა და ყატარის წარმომადგენლებს შორის ძალიან მშვიდად მიმდინარეობს. მადრიდის „რეალი“ თვლის, რომ პსჟ-ს მეგობარია და მაქსიმალურად ცდილობს პარიზული გუნდი ზედმეტ ხმაურს აარიდოს.

აღსანიშნავია, რომ თავად ფეხბურთელი მაქსიმალურად ცდილობს საფრანგეთიდან აბარგებას. 22 წლის შემტევმა ბოლო პერიოდში „პარი სენ ჟერმენის“ 6 შემოთავაზება დაბლოკა, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივებას ეხებოდა.

GOAL წერს, რომ მბაპეს „რეალის“ გარდა სხვა არაფერი აინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მას მადრიდში იმაზე ნაკლები ანაზღაურება ექნება, ვიდრე მას ნასერ ალ-ხელაიფი სთავაზობს. ყველაფერი ინტენსიურად მიმდინარეობს. სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე 7 დღე რჩება.

„სამეფო კლუბი“ ახლა კილიანის შეძენასთან ყველაზე ახლოს არის ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში. ხსენებული წყარო იმასაც წერს, რომ თუ ტრანსფერი არ შედგება, ასეთ შემთხვევაში მადრიდელები მბაპეს მთლიანად ენდობიან და დარწმუნებულები არიან, რომ მომავალ წელს ის „ბლანკოსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ცნობისთვის, გეტყვით, რომ აღნიშნული ინფორმაცია სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა. მისი თქმით, მადრიდელებმა პარიზელებს მბაპეს სანაცვლოდ 160 მილიონი ევრო შესთავაზეს. ჯერჯერობით პსჟ-ს ტრანსფერისთვის მწვანე შუქი არ აუნთია.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები