2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო - ქართველები ფინალში რუსებთან დამარცხდნენ
Aa
Aa

2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო - ქართველები ფინალში რუსებთან დამარცხდნენ

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის რუსეთის ქალაქ უფაში გაიმართა. ტურნირის დასკვნით დღეს 72 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ჩხიკვაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ფინალურ შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე ევგენი ბაიდუსოვთან 2:3 დამარცხდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და გადამწყვეტი მეორე რაუნდი გამოდგა, როცა არბიტრმა ერთადერთი მომგებიანი ქულა რუს მოჭიდავეს მიაკუთვნა.

რაც შეეხება ფინალისკენ მიმავალ გზას, გიორგი ჩხიკვაძემ მერვედფინალში ბელარუსი ანდრეი კავალეუსკი დაამარცხა (10:0), მეოთხედფინალში - აზერბაიჯანელი ხასაი ჰასანლი (11:0), ნახევარფინალში კი - სომეხი შანთ ხაჩატრიანი (8:1).

გიორგი ჩხიკვაძის მსგავსად დიეგო ჩხიკვაძეც ფინალში რუსს დაუპირისპირდა. რუსმა საიდ ხუსეინ ბაკაევი დიეგო ჩხიკვაძე 10:0 დაამარცხა.

ტურნირის დასკვნით დღეს გიორგი ჩხიკვაძის გარდა მედალი საბა მამალაძემ მოიპოვა, რომელიც 82 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელი მურად აჰმადიევი 11:0 დაამარცხა, შემდეგი შეხვედრა სომეხ კარენ ხაჩატრიანთან 1:8 დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო, ხოლო ხაჩატრიანი ფინალში გავიდა. რეპეშაჟში გიორგი ჩხიკვაძემ უნგრელი დომინიკ მაზეის (11:2) შემდეგ ინდოელი რავი მალიკი დაამარცხა (8:0) და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა.

საერთო ჯამში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა მოჭიდავეებმა სამი მედალი მოიპოვეს: დიეგო ჩხიკვაძე (ვერცხლი), გიორგი ჩხიკვაძე (ვერცხლი) და საბა მამალაძე (ბრინჯო).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები