Aa Aa
4 აგვისტო 2021  |  16:38

3 მსოფლიო რეკორდი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი გულშემატკივრებისთვის ნანატრი დღე დადგა - ფიცარნაგზე მსოფლიოს უძლიერესი ადამიანი ლაშა ტალახაძე წარსდგა, რომელმაც როგორც მოსალოდნელი იყო ოლიმპიური ოქროს მედალი არავის დაუთმო.

ტალახაძემ ჯამში 3 ოლიმპიური რეკორდი დააფიქსირა!

ლაშამ თავდაპირველად ატაცში პირველი ცდით 208 კგ. მარტივად დააფიქსირა, მეორე ცდით კი 215 აწია, რაც ოლიმპიური რეკორდი გახლავთ. ქართველმა გოლიათმა მესამე ცდით 223 კგ. დააფიქსირა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა!

რაც შეეხება აკვრას, ლაშამ პირველი ცდით 245 კგ. აწია და ოლიმპიური ოქრო ვადაზე ადრე გაიფორმა!

მეორე ცდით ტალახაძემ 255 კგ აწია, ხოლო მესამე ცდაზე 265 კგ. და მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა! ორჭიდის ჯამში კი 488 კგ. აწია, რაც ასევე რეკორდი გახლავთ!

ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია... უბრალოდ გილოცავთ!

შეგახსენებთ, რომ ქართულ დელეგაციას დღევანდელი დღის შემდეგ უკვე 7 მედალი აქვს - ძიუდოდან 1 ოქრო და 3 ვერცხლი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობიდან 1 ვერცხლი და ძალოსნებიდან 1 ბრინჯაო და 1 ოქრო.

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან ოლიმპიადაზე გამოსვლას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ.

გაზიარება:

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში