ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Aa
Aa
4 აგვისტო 2021  |  15:44

ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი გულშემატკივრებისთვის ნანატრი დღეც დადგა - ფიცარნაგზე მსოფლიოს უძლიერესი ადამიანი ლაშა ტალახაძე წარსდგა, რომელმაც ატაცში მორიგი რეკორდები შემოგვთავაზა.

ლაშამ თავდაპირველად ატაცში პირველი ცდით 208 კგ. მარტივად დააფიქსირა, მეორე ცდით კი 215 აწია, რაც ოლიმპიური რეკორდი გახლავთ. ქართველმა გოლიათმა მესამე ცდით 223 კგ. დააფიქსირა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა!

აკვრაში შეჯიბრი მალე დაიწყება. სადაც რა თქმა უნდა, ცალსახა ფავორიტი კვლავ ლაშა ტალახაძე გახლავთ.

ცხელი ამბები