უნიკალური შემთხვევა - ოლიმპიური ოქრო ორმა სპორტსმენმა გაიყო
Aa
Aa

უნიკალური შემთხვევა - ოლიმპიური ოქრო ორმა სპორტსმენმა გაიყო

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე სიმაღლეზე ხტომაში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა. ოქროს მედალი ორმა სპორტსმენმა აიღო. საქმე მუთაზ ბარშიმს და ჯანმარკო ტამბერის ეხებათ. ისინი ძალიან ახლო მეგობრები არიან და ისტორიული შედეგი დააფიქსირეს.

ორივე მათგანმა ერთნაირი შედეგი დააფიქსირა. მსაჯებმა და ორგანიზატორებმა ბარშიმს და ტამბერის გადათამაშება შესთავაზეს. სპორტსმენებს კი სულ სხვა იდეა ჰქონდათ. ბარშიმმა იკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ორივეს ოქროს მედალი მიეღოთ, რაზეც მსაჯებმა და ორგანიზატორებმა თანხმობა განაცხადეს.

ეს ამბავი მუთაზმა და ჯანმარკომ საკმაოდ ემოციურად მიიღეს და გამოხატვისგან თავის შეკავება არც უცდიათ. 

„ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ეს მოხდა. ოქროს მედლის მეგობართან გაზიარება კიდევ უფრო ლამაზი, სასიამოვნო და ჯადოსნურია. თითქოს ექსტაზი დავლიე, გული ამიფეთქდა! ემოციებით სავსე ვიყავი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი. ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარ და ეს მიღწევა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.“ - თქვა ტამბერიმ

 „ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ჩვენ თითქმის ყოველთვის ერთად ვართ. მე ყოველთვის ვაფასებ იმას, რასაც ის აკეთებს და ანალოგიურად პირიქით.. დღევანდელი ფაქტი სპორტს გასცდა. ეს არის მესიჯი ახალგაზრდებისთვის. ყველაზე ბედნიერი ვარ.“ - თქვა ბარშიმმა

 

ცხელი ამბები