Aa Aa
4 აგვისტო 2021  |  15:11

MVP, MVP, MVP - კატის გამო ბეისბოლის მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

MLB-ში რეგულარული სეზონი მიმდინარეობს და „ნიუ იორკ იანკისსა“ და „ბალტიმორ ორიოლსს“ შორის გამართულმა შეხვედრამ სპორტული სამყაროს ყურადღება მიიქცია. „ბალტიმორმა“ მეტოქე 7-1 გაანადგურა, მატჩის მთავარ მომენტს კი ბეისბოლთან კავშირი არ აქვს.

შეხვედრის მიმდინარეობისას მოედანზე კატა გამოჩნდა, რომლის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა. სტადიონის თანამშრომლები მის დაჭერას ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და მინდორზე განვითარებულმა მოვლენებმა ქომაგები გაახალისა.

მატჩი „ნიუ იორკ იანკისის“ საშინაო არენაზე გაიმართა და საყვარელი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო გულშემატკივრები კატის მისამართით MVP, MVP, MVP-ს სკანდირებდნენ. საბოლოოდ, სტადიონის თანამშრომლებმა მიზანს მიაღწიეს და კატამ მოედანი დატოვა.

შეხვედრას რაც შეეხება, „იანკისმა“ თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანა და 1-7 წააგო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში