Aa
Aa

ისტორიული მოვლენა - UFC-ის ჩემპიონი საქართველოშია!

UFC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი, ალჯამეინ სტერლინგი საქართველოში ჩამოვიდა. ამერიკელი მებრძოლი საქართველოს მერაბ დვალიშვილთან და ალ იაკვინტასთან ერთად ესტუმრა.

დვალიშვილის მიხედვით, მებრძოლები გულშემატკივრებს შეხვდებიან და ღია ვარჯიშებსა და MMA-ის მასტერკლასებს ჩაატარებენ. გარდა ამისა, მერაბი გეგმავს, რომ მათ ქართული კულტურა, ღირსშესანიშნავი ადგილები და სტუმართმოყვარეობა გააცნოს.

შეგახსენებთ, რომ სტერლინგმა საჩემპიონო ქამარი პიოტრ იანთან ჩხუბის შემდეგ მოიპოვა. რუსმა მებრძოლმა აკრძალული ილეთი გამოიყენა და დისკვალიფიკაცია მიიღო, რასაც სოციალურ ქსელებში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

„ალჯოს“ გამარჯვების შემდეგ, მერაბმა სოციალურ ქსელებში მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც იანმა კომენტარი დატოვა: „ჯამბაზები“. „მანქანას“ რუსი მებრძოლი უპასუხოდ არ დაუტოვებია და განაცხადა, რომ იგი უღირსი მებრძოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები