Aa
Aa

"პირამიდა"

crystalsport.ge გთავაზობთ "პირამიდა" ბილეთს, რომელიც შედგენილია დღევანდელი საჩოგბურთო მატჩებისაგან. 

ბილეთში მოცემულია CRYSTALBET.COM-ის კოეფიციენტები!

გისურვებთ წარმატებას!

 

ATP - SINGLES: Dubai (United Arab Emirates), hard - ბაუტისტა-ხაჩანოვი. დასაწყისი - 16:00

მსოფლიოს მე-16 ჩოგანი რობერტო ბაუტისტა-აგუტი 2017 წელს საკმაოდ კარგ სათამაშო ფორმაში შეხვდა. მან ჯერ ჩენაის ტურნირის დამაჯერებლად მოგება შეძლო, ხოლო შემდეგ „ავსტრალიის ღია პირველობაზე“ 1/8 ფინალში მილოშ რაონიჩთან დამარცხდა. რაც შეეხება სოფიის ტურნირს, იქ ესპანელმა 1/2 ფინალური მატჩი დათმო გრიგორ დიმიტროვთან.

საერთო ჯამში, აგუტმა წელს 13 თამაში ჩაატარა, რომელთაგანაც 11 მოიგო.

რაც შეეხება მის მეტოქე კარენ ხაჩანოვს, მართალია, იგი არაა ცუდი ჩოგბურთელი და პერსპექტიულიც შეიძლება ვუწოდოთ, თუმცა ფაქტია, რომ მას სეზონის სტარტი პირწმინდად ჩაუვარდა და ჩატარებული 10 თამაშიდან მხოლოდ 3-ის მოგება შეძლო. მის მიერ დამარცხებულ მოთამაშეთა ჩამონათვალი არცთუ შთამბეჭდავია - მსოფლიოს 1259 (!!!) ჩოგანი ყატარელი ზაიდი, 86-ე ჩოგანი იოშიტო ნიშიოკა და მეტ-ნაკლებად დასაფასებელია 65-ე ჩოგან ადრიან მანარინოსთან გამარჯვება.

დუბაის ტურნირი გარდა იმისა, რომ 500-იანთა კატეგორიისაა, საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდითაც გამოირჩევა და მასში TOP ჩოგბურთელთა უდიდესი ნაწილიც მოანწილეობს.

შესაბამისად, აღნიშნული ტურნირის მიმართ აგდებული დამოკიდებულება ვერავის ექნება და მისი თითოეული მონაწილე ბოლომდე დაიხარჯება.

ასე იქნება ბაუტისტა-აგუტის შემთხვევაშიც და მას ასეთ ფორმაში მყოფი, თავისზე დაბალი დონის ხაჩანოვის იოლად დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს.

 

ATP - SINGLES: Acapulco (Mexico), hard - გოფინი-რობერი. დასაწყისი - 05:30

დავიდ გოფინმა ბოლო წლებში ძალიან სერიოზული და შესამჩნევი პროგრესი განიცადა. თუ იგი 2 წლის წინ ერთი ჩვეულებრივი მოთამაშე იყო, რომელიც ძირითადად ჩელენჯერებზე და 250-იან ტურნირებზე თამაშით გახლდათ დაკავებული, დღეს საჩოგბურთო ელიტაში ტრიალებს და ATP-ს გასული კვირის რეიტინგში მე-10 ადგილი ეკავა, რითაც გახდა პირველი ბელგიელი, რომელმაც ეს მაჩვენებელი დააფიქსირა. იგი ამჟამად მსოფლიოს მე-11 ჩოგანია.

ჩოგბურთში კარგად ჩახედული ადამიანისთვის იმის ახსნა, თუ რა დონის მოთამაშეა გოფინი, საჭირო არაა. მის კარგ ფორმაზე კი თუნდაც ის მიუთითებს, რომ მიმდინარე წელს 18 მატჩიდან მხოლოდ 4-ში დამარცხდა, ისიც ბრწყინვალე ფორმაში მყოფ ცონგასთან, ასევე დიდებულად ათამაშებულ დიმიტროვთან (ორჯერ) და გამოცდილ ფერნანდო ვერდასკოსთან.

26 წლის გოფინს დღეს ვეტერანი მეტოქე ეყოლება. სტეფანი რობერი არც საუკეთესო წლებში გამოირჩეოდა დიდი შედეგებით. ახლა კი როცა უკვე 36 წლისაა, ბუნებრივია, მისგან მაღალი დონის თამაშის ჩვენება და თანამედროვე ჩოგბურთის სისწრაფეებზე თამაში ძალიან რთულია.

მისი შედეგებიც შესაბამისია - ბოლო 8 ტურნირზე მან პირველივე თამაში წააგო, თანაც ამ 8 მატჩის ჯამში მხოლოდ 2 სეტის მოგება შეძლო.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან გასაკვირი იქნება, თუ გოფინი თამაშის მარტივად მოგებას ვერ შეძლებს.

 

 

ბილეთი მოგებულია!!!

ცხელი ამბები