ტოკიო 2020: ყველა ინფორმაცია და ქართველი სპორტსმენების განრიგი
Aa
Aa

ტოკიო 2020: ყველა ინფორმაცია და ქართველი სპორტსმენების განრიგი

როგორც გულშემატკივარმა უკვე იცის, კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები 1 წლით გადავადდა და ამიტომ, გასული წლის ნაცვლად მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართება.

გუშინ, ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონია გაიმართა, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სპორტსმენებს შეხვდა, ტოკიო 2020-ის მნიშვნელობაზე ისაუბა და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი 1 000 000 ლარს მიიღებს.

ტოკიო 2020 - ოლიმპიელებმა ფიცი დადეს

ტოკიო 2020

ტოკიო 2020 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება, პარალიმპური თამაშების განრიგი კი  24 აგვისტო - 5 სექტემბერია.

ტოკიოში 205 ქვეყნის 10 000-ზე მეტ ათლეტს ელოდებიან. 12 სახეობიდან 35 სპორტსმენი საქართველოსაც ეყოლება, მათ შორის: 9 ძიუდოისტი, 7 მოჭიდავე, 5 მძლეოსანი, 4 ძალოსანი, 3 მოკრივე, 2 მოცურავე, 1 მსროლელი, 1 მოფარიკავე, 1 კარატისტი, 1 ჩოგბურთელი, 1 ტანმოვარჯიშე.

ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან, ხოლო პარალიმპიური თამაშების მედროშე პარამოფარიკავე - ირმა ხეცურიანი.

ძიუდო (7 ვაჟი, 2 ქალი): დასაწყისი თბილისის დროით 06:00 საათიდან - ფინალური ბლოკი 12:00 საათიდან 

  • 24 ივლისი: ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ)
  • 25 ივლისი: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (-52)
  • 25 ივლისი: ვაჟა მარგველაშვილი (-66)
  • 26 ივლისი: ეთერ ლიპარტელიანი (-57)
  • 26 ივლისი: ლაშა შავდათუაშვილი (-73)
  • 27 ივლისი: ტატო გრიგალაშვილი (-81)
  • 28 ივლისი: ლაშა ბექაური (-90)
  • 29 ივლისი: ვარლამ ლიპარტელიანი (-100)
  • 30 ივლისი: გურამ თუშიშვილი (+100)

ჭიდაობა (3 თავისუფალი სტილის / 4 - ბერძნულ-რომაული): დასაწყისი თბილისის დროით 06:00 საათიდან - ფინალური ბლოკი 13:15 საათიდან

  • 1 აგვისტო: იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ)
  • 2 აგვისტო: იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ) - ფინალური ბლოკი 
  • 2 აგვისტო: გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ)
  • 3 აგვისტო: გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ) - ფინალური ბლოკი
  • 3 აგვისტო: რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ)
  • 3 აგვისტო: ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ)
  • 4 აგვისტო: რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ) - ფინალური ბლოკი
  • 4 აგვისტო: ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ) - ფინალური ბლოკი
  • 5 აგვისტო: ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ) 
  • 5 აგვისტო: გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ) 
  • 6 აგვისტო: ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ) - ფინალური ბლოკი
  • 6 აგვისტო: გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ) - ფინალური ბლოკი
  • 6 აგვისტო: ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ)
  • 7 აგვისტო: ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ) - ფინალური ბლოკი

 

ძალოსნობა: დასაწყისი თბილისის დროით 06:00 საათიდან

  • 25 ივლისი: შოთა მიშველიძე (-61 კგ) - 10:50 საათიდან
  • 25 ივლისი: გოგა ჩხეიძე (-67) - 14:50 საათიდან
  • 31 ივლისი: ანტონ პლესნოი (-96) - 14:50 საათიდან
  • 4 აგვისტო: ლაშა ტალახაძე (+109) -  14:50 საათიდან

მძლეოსნობა: დასაწყისი თბილისის დროით 06:00 საათიდან

  • 30 ივლისი: სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა)
  • 31 ივლისი: ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა)
  • 1 აგვისტო: სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა)
  • 2 აგვისტო: ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა)
  • 3 აგვისტო: გიორგი მუჯარიძე (ბირთვის კვრა)
  • 3 აგვისტო: ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა)
  • 3 აგვისტო: ლაშა ღულელაური (სამხტომი)
  • 5 აგვისტო: გიორგი მუჯარიძე (ბირთვის კვრა)
  • 5 აგვისტო: ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა)

კრივი: დასაწყისი თბილისის დროით 06:00 საათიდან

  • 24 ივლისი: ესკერხან მადიევი (-69 კგ)
  • 26 ივლისი: სახილ ალახვერდოვი (-52 კგ)
  • 26 ივლისი: გიორგი ხარაბაძე (-75 კგ)
  • 27 ივლისი: ესკერხან მადიევი (-69 კგ)
  • 29 ივლისი: გიორგი ხარაბაძე (-75 კგ)
  • 30 ივლისი: ესკერხან მადიევი (-69 კგ)
  • 31 ივლისი: სახილ ალახვერდოვი (-52 კგ)
  • 1 აგვისტო: ესკერხან მადიევი (-69 კგ)
  • 1 აგვისტო: გიორგი ხარაბაძე (-75 კგ)
  • 3 აგვისტო: ესკერხან მადიევი (-69 კგ)
  • 3 აგვისტო: სახილ ალახვერდოვი (-52 კგ)
  • 5 აგვისტო: სახილ ალახვერდოვი (-52 კგ)
  • 5 აგვისტო:გიორგი ხარაბაძე (-75 კგ)
  • 7 აგვისტო: სახილ ალახვერდოვი (-52 კგ)
  • 7 აგვისტო: გიორგი ხარაბაძე (-75 კგ)

ცურვა: დასაწყისი თბილისის დროით 15:00 საათიდან

  • 24 ივლისი: ირაკლი რევიშვილი (400 მ. თავისუფალი სტილი)
  • 25 ივლისი: ირაკლი რევიშვილი (400 მ. თავისუფალი სტილი)
  • 28 ივლისი: მარიამ იმნაძე (100 მ. თავისუფალი სტილი)
  • 29 ივლისი: მარიამ იმნაძე (100 მ. თავისუფალი სტილი)
  • 30 ივლისი: მარიამ იმნაძე (100 მ. თავისუფალი სტილი)

ჩოგბურთი: დასაწყისი თბილისის დროით 06:00 საათიდან

  • 24 ივლისი - 1 აგვისტო: ნიკოლოზ ბასილაშვილი

ტყვიის სროლა

  • 25 ივლისი: ნინო სალუქვაძე (10 მ. პნევმ. პისტოლეტი)

მხატვრული ტანვარჯიში

  • 25 ივლისი: სალომე ფაჟავა
  • 29 ივლისი: სალომე ფაჟავა

ფარიკაობა

  • 23 ივლისი: სანდრო ბაზაძე  -  T64 – 4:30; T32 – 6:55; T16 – 9:35; T8 – 10:55; 1/2 - 14:00; მესამე ადგილისათვის - 15:20; ფინალი - 16:15

კარატე

  •  6 აგვისტო: გოგიტა არქანია

რეგულაციები

გულშემატკივარი:თავდაპირველად, ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის,  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC), პარალიმპური კომიტეტის (IPC), იაპონიის მთავრობის და ტოკიოს მთავრობის სხდომაზე ოლიმპიურ არენებზე მაყურებელის შეზღუდული რაოდენობით დაშვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

მაყურებელის რიცხვი განისაზღვრა არენის ტევადობის 50 პროცენტის ფარგლებში, თუმცა ცნობილი იყო, რომ გულშემატკივრის რაოდენობა 10 000-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ საუბარი შეეხო ადგილობრივ და არა, უხოელ გულშემატკივარს. იმ შემთხვევაში თუ 12 ივლისის შემდეგ საგანგებო რეჟიმი კვლავ ამოქმედდებოდა, მაყურებელთა დაშვების საკითხი გადაიხედება და ასეც მოხდა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იოსიჰიდე სუგამ კორონავირუსთან დაკავშირებით გართულებული ვითარების გამო, 12 ივლისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით, ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა, რის გამოც, ტოკიო 2020 მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

 

ტოკიოს თამაშების თილისმები 2,6 მეტრიანი ფიგურებია - მირაიტოვა და სომეიტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები