ოქრო და ბრინჯაო მსოფლიოს თასზე ! - დიდი წარმატება პარაფარიკაობაში
Aa
Aa

ოქრო და ბრინჯაო მსოფლიოს თასზე ! - დიდი წარმატება პარაფარიკაობაში

პარაფარიკაობაში ვარშავაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე ნინო თიბილაშვილი პოლონელ კინგა დროდზთან 9:15 დამარცხდა. კინგა დროზდი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია. თიბილაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

აღნიშნული ტურნირი ირმა ხეცურიანმა ტრიუმფით დაასრულა. მან ხმალში იასპარეზა, ნახევარფინალში უკრაინელი ნადეჟდა დოლოკი დაამარცხა დიდი ანგარიშით 15:5 დაამარცხა. ფინალში ხეცურიანის მეტოქე ასევე უკრაინელი ალიონა ფედოტა იყო, მას ქართველმა 15:11 სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ირმა ხეცურიანის პირადი მწვრთნელი მალხაზ მესხია, მთავარი მწვრთნელი კი - მერაბ ბაზაძე.

შეგახსენებთ, ირმა ხეცურიანმა რაპირაშიც იასპარეზა და საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები