ტოკიო 2020: ოლიმპიური ჩემპიონი 1 000 000 ლარს მიიღებს
Aa
Aa

ტოკიო 2020: ოლიმპიური ჩემპიონი 1 000 000 ლარს მიიღებს

როგორც გულშემატკივარმა უკვე იცის, კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები 1 წლით გადავადდა და ამიტომ, გასული წლის ნაცვლად მიმდინარე წლის ზაფხულში  გაიმართება. ტოკიო 2020 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება.

ოლიმპიურ თამაშებზე დაახლოებით 10 000 ათლეტს ელოდებიან, მათ შორის, 12 სახეობიდან 35 სპორტსმენი საქართველოსაც ეყოლება.

დღეს, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სპორტსმენებს შეხვდა, ტოკიო 2020-ის მნიშვნელობაზე ისაუბა და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი 1 000 000 ლარს მიიღებს:

 „ჩვენ ჩემპიონების ქვეყანა ვართ, პატარა ქვეყანა, მაგრამ ამდენი ნიჭიერი, სასახელო სპორტსმენის სამშობლო.

ახლა მთელი ერი თქვენ შემოგცქერით. მჯერა, რომ თქვენ ჩვენი დროშის ქვეშ ღირსეულად იასპარეზებთ და საქართველოს ჰიმნის ძალიან ბევრჯერ მოვისმენთ.

მინდა, ყველას გისურვოთ გამარჯვება და გითხრათ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი 1 000 000 ლარს მიიღებს".

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან.

გეტყვით იმასაც, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იოსიჰიდე სუგამ კორონავირუსთან დაკავშირებით გართულებული ვითარების გამო, 12 ივლისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით, ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა, რის გამოც, ტოკიო 2020 მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები