„ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიგვიღია
Aa
Aa

„ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიგვიღია" - რუბინის დირექტორი ხვიჩას ტრანსფერზე

„რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. საიმანოვი ქართველი შემტევის შესაძლო წასვლას შეეხო და განაცხადა, რომ ყაზანურ კლუბს ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია.

„ხვიჩას ტრანსფერის თაობაზე არაფერი დაძრულა. ჩვენ შეთავაზებების მისაღებად მზად ვართ, მაგრამ ჯერჯერობით წინადადებით არავის მოუმართავს. პრესაში ხვიჩაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ეს არაფრისმომცემი ლაპარაკია.

ჩვენი პოზიცია ასეთია - მოგვმართეთ წინადადებით და ჩვენ მას განვიხილავთ. შემიძლია გითხრათ, რომ ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ მიგვიღია. ამიტომ, ამ ეტაპზე განსახილველი არაფერია“.

შეგახსენებთ, რომ უცხოურ პრესაში 20 წლის ქართველ ფეხბურთელს „ლიდსს“, „სევილიას“, „მილანს“, „დორტმუნდსა“ და „იუვენტუსს“ უკავშირებენ. „კვარა“ „რუბინის“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს. გასულ სეზონში, ხვიჩამ ყაზანელთა მაისურით 23 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 4 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა.

როგორც მოგეხსენებათ, „რუბინმა“ წინასასეზონო ტურნე უკვე დაიწყო და ქართველმა ფეხბურთელმა გოლის გატანაც მოასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები