ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან
Aa
Aa

ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან

როგორც გულშემატკივარმა უკვე იცის, კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები 1 წლით გადავადდა და ამიტომ, გასული წლის ნაცვლად მიმდინარე წლის ზაფხულში  გაიმართება.

ოლიმპიურ თამაშებზე დაახლოებით 10 000 ათლეტს ელოდებიან. 

ტოკიო 2020 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება.

 

ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან - ეს ინფორმაცია დღეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა საქართველოს პირველი არხის ეთერით გაავრცელა:

„სპორტსმენები მზად არიან. პროგნოზიც გამართლდა, როცა ვამბობდით, რომ ოლიმპიადაზე 30-35 სპორტსმენი გვეყოლებოდა. მოსამზადებელი პერიოდი ყველა სახეობის წარმომადგენელმა კარგად გაიარა. ჩვენი პროგნოზით, გვექნება უკეთესი შედეგი, ვიდრე რიოში. ოლიმპიადაზე 12 სახეობიდან 35 სპორტსმენი მოხვდა, რაც ძალიან კარგი შედეგია.

თუ წინა ოლიმპიადებს გადავხედავთ, მხოლოდ რიოში გვყავდა 40 სპორტსმენი, სხვა ოლიმპიადებზე ჩვენი ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობა 30-35 სპორტსმენი იყო. ჭიდაობიდან, მშვილდოსნობიდან გვქონდა შესაძლებლობა, მაგრამ სპორტია და თქვენ იცით, რომ ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, ლადო ხინჩეგაშვილი ვერ მოხვდა ოლიმპიურ თამაშებზე",-უთხრა ხაბელოვმა საქართველოს პირველ არხს.

მიმდინარე წლის 6-9 მაისს, სოფიაში ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი ტარდა, სადაც ხინჩეგაშვილს მონაწილეობა უნდა მიეღო. 30 წლის სპორტსმენმა კორონავირუსის გამო ხსენებულ შეჯიბრში მონაწილეობა ვერ მიიღო, შესაბამისად, მან ლიცენზია ვერ მოიპოვა.

ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, სეიკო ჰასიმოტოს განცხადებით, ოლიმპიურ არენებზე თუმცა მთელი რიგი წესი ამოქმედდება - მათ შორის, ალკოჰოლის აკრძალვის რეგულაცია. გაირკვა, რომ ოლიმპიური არენებზე არ გაიყიდება ალკოჰოლური სასმელი და ამის გარდა, მაყურებელი ალკოჰოლს ვერც უშუალოდ ტრიბუნაზე შეიტანს.

საინტერესოა, რომ აკრძალული იქნება ოვაციები და ხმაური.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები