მსოფლიო ჩემპიონატი - პარამოფარიკავეებმა ოქროს მედლები მოიპოვეს
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - პარამოფარიკავეებმა ოქროს მედლები მოიპოვეს

საქართველოს ეტლით-მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია.

გუნდური შეჯიბრის ფინალში ირმა ხეცურიანმა,ნინო თბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა უკრაინის გუნდი  ანგარიშით 45:44 დაამრცხეს და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. 

დიანა ჯიშიაშვილი კი რაპირით ფარიკაობის ფინალში,იტალიელ მოწინააღმდეგესთან ანგარიშით 15:8 დამარცხდა,მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, გუშინ ჯიშიაშვილმა C კატეგორიაში,დაშნით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

7 ივლისიდან, საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები გუნდი,ვარშავაში ეტლით-ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებაზე გააგრძელებს ასპარეზობას და მაღალი სინჯის მედლებისთვის ბრძოლას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები