მარცხი ოშიდაშით - ტოჩინოშინმა მეორედ წააგო
Aa
Aa

მარცხი ოშიდაშით - ტოჩინოშინმა მეორედ წააგო

ქართველმა სეკიტორმა, ლევან გორგაძემ „ნაგოია ბაშოზე“ მეორე ბრძოლა გამართა. ტოჩინოშინი ნაცნობ მეტოქეს, ჩიიომარუს გაეჯიბრა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა. ტაჩიაის შემდეგ, ჩიიომარუმ ცუპარებით უპირატესობა მოიპოვა და ლევანის დოჰიოდან გადაყვანა შეძლო.

ივლისის სუპერტურნირის მესამე დღეს, ტოჩინოშინი მე-12 მაეგაშირას წოდების მქონე კაგაიაკის დაუპირისპირდება. იაპონელ სუმოისტს გორგაძესთან ძალიან უჭირს და 8 ბრძოლიდან მხოლოდ ერთხელ დაამარცხა, ისიც 2020 წელს გამართულ „აკი ბაშოზე“.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სეკიტორმა ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა და როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ტოჩინოშინი, რომელმაც გასული ბაშო აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგში ჩაამთავრა და 15 ბრძოლიდან მხოლოდ 5 მოიგო, „ნაგოია ბაშოზე“ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები