ბრინჯაოს მედალი დორტმუნდიდან - ოჩიგავამ უნგრელი მეტოქის ბარიერი მარტივად გაიარა
Aa
Aa

ბრინჯაოს მედალი დორტმუნდიდან - ოჩიგავამ უნგრელი მეტოქის ბარიერი მარტივად გაიარა

დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული პირველობის ბოლო, დასკვნით დღეს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა -  ფრიდონ აბულაძემ (60 კგ) ფინალი რუსეთის ნაკრების წევრს, ბამატოვს მოუგო, ხოლო რამდენიმე წუთის წინ ლუკა ოჩიგავამ საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.

ქართველმა სპორტსმენმა (67 კგ) აშკარა უპირატესობით -  10-0 დაამარცხა უნგრელი პოილეჩი.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ლაშა ტვილდიანსაც  (97 კგ) აქვს, რომელიც ნორვგიელ ვორენს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყო. პირდაპირი რეპორტაჟის სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები