ურუგვაი კოპა ამერიკას გამოეთიშა - კოლუმბიამ პენალტების სერიაში იმარჯვა
Aa
Aa

ურუგვაი კოპა ამერიკას გამოეთიშა - კოლუმბიამ პენალტების სერიაში იმარჯვა

კოპა ამერიკის 15-გზის გამარჯვებული, ურუგვაის ნაკრები სანუკვარი თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა. „ლა სელესტემ“ კოლუმბიის ეროვნული გუნდის ბარიერი ვერ დაძლია და თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.

მატჩის ძირითადი დრო თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, რაც ლოგიკური შედეგი გახლდათ. 90 წუთის შემდეგ, პენალტების სერია ვიხილეთ, რომელშიც „ტრიკოლორის“ მეკარემ, დავიდ ოსპინამ გაიბრწყინა.

32 წლის გოლკიპერმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ჯერ ხიმენესს აუღო, ხოლო შემდეგ ვინას. კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, მათ პენალტები უნაკლოდ შეასრულეს და 4-დან 4 გაიტანეს.

ამრიგად, ურუგვაი კოპა ამერიკის მიღმა დარჩა, რასაც შეგვიძლია, სენსაცია ვუწოდოთ, „ტრიკოლორი“ კი ნახევარფინალში გავიდა, სადაც მძიმე შეხვედრა ელის და ტიტულს მოწყურებულ არგენტინის ნაკრებს გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები