მორიგი ლიცენზიები - ოლიმპიურ თამაშებზე 5 მძლეოსანი გამოვა
Aa
Aa

მორიგი ლიცენზიები - ოლიმპიურ თამაშებზე 5 მძლეოსანი გამოვა

მორიგი სამი ლიცენზია საქართველოს დელეგაციას ოლიმპიურ თამაშებზე.

ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო პერიოდი მძლეოსნობაში დასრულდა და გაირკვა იმ სპორტსმენთა საბოლოო სია ,რომლებიც მონაწილებას მიიღებენ წლის ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაში.

საქართველოს სახელით სოფიკო შათირიშვილი ,ბაჩანა ხორავა  და ბენიკ აბრამიანი იასპარეზებენ. საქართველო ოლიმპიადაზე 5 მძლეოსანით გამოვა, აქამდე ცნობილი იყო ,რომ ტოკიოში გიორგი მუჯარიძე და ლაშა ღულელაური გამოვიდოდნენ. 

ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

დღეისათვის ტოკიო-2020-ის ლიცენზიის მფლობელები ოფიციალურად არიან : ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) გოგიტა არქანია (კარატე) , შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ,61 კგ) , გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ), ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა , +109 კგ) , ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ), გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), მარიამ იმნაძე (ცურვა) , დავით აბესაძე (ცურვა), სალომე ფაჟავა (ტანვარჯიში), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო), ლაშა ბექაური (ძიუდო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა) , ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა), ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები