საქართველო რუსეთში - ინგლისური ტაბლოიდის უხეში შეცდომა!
Aa
Aa

საქართველო რუსეთში - ინგლისური ტაბლოიდის უხეში შეცდომა!

3 ივლისს, რომში ინგლისის ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება, სადაც ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვევა. ეს იქნება პირველი მატჩი ტურნირზე, რომელსაც გარეტ საუთგეიტის გუნდი სტუმრად გამართავს.

ამ თემასთან დაკავშორებით, ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა The Sun-მა 30 ივნისს გამოაქვეყნა სტატია, რომელიც 1 ივლისს განახლდა და მისი შინაარსი უკრაინელთა უკეთ გაცნობაა. SHEVCHEN-KNOW Euro 2020 - 20 უცნობი ფაქტი ქვეყნის შესახებ.

ჩვენთვის საინტერესო და ამავდროულად სამწუხარო არის ის, რომ ბრიტანულმა გამოცემამ გამოიყენა რუკა, რომელზეც საქართველო აღნიშნული არ არის და ის რუსეთის შემადგენლობაშია მოქცეული.

რთული წარმოსადგენია, თუ სად მოიძია The Sun-მა ხსენებული რუკა, მაგრამ ფაქტია ინგლისელებს დიდი შეცდომა მოუვიდათ, რომელსაც იმედია მალე გაასწორებენ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა რუკაზე სრულად გვხვდება, მათ შორის აღნიშნულია ოკუპირებული ყირიმიც. ასევე ყველა ქვეყანა ან სახელით არის აღნიშნული ან უბრალოდ საზღვრებითაა გამოყოფილი. ჩვენ კი რუსეთში ვართ მოქცეული...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები