სულგუნი, ნადუღი და ბორჯომი - ტოტი ქართულ რესტორანში
Aa
Aa

სულგუნი, ნადუღი და ბორჯომი - ტოტი ქართულ რესტორანში

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი სარეკლამო საქმეებზე მოსკოვში ოჯახთან ერთად იმყოფება.

ტოტი რუსეთის დედაქალაქში ქართულ რესტორანს ესტუმრა და ქართული კერძები დააგემოვნა. ამის ამსახველი კადრები „ერ პუპონეს“ მეუღლემ ილარი ბლაზიმ საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე განათავსა.

კადრებში ჩანს, თუ როგორ სთავაზობს ტოტის მეუღლე ქართულ კერძებს: „ქართულ რესტორანში ვიმყოფებით. ეს ქათამია. ფრანჩესკო ცოტა გასინჯე. შეუძლებელია ეს არ გასინჯო“, - ეუბნება ბლაზი ტოტის.


კადრებში ასევე გამოჩნდა ბორჯომი, სულგუნი ნადუღი და სხვადასხვა ქართული კერძები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები