მორიგი ლიცენზია - სალომე ფაჟავა ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს
Aa
Aa

მორიგი ლიცენზია - სალომე ფაჟავა ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს

კიდევ ერთი ლიცენზია ოლიმპიურ თამაშებზე. ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა ტოკიოში საქართველოს წარადგენს.

ტანვარჯიშის ფედერაციის ინფორმაციათ სალომეს მასპინძლის ქვოტა ერგო.

შეგახსენებთ.რომ იაპონელებს 2 ლიცენზია მსოფლიოს ჩემპიონატისა და მსოფლიო თასის შედეგებით ჰქონდათ.

ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. 

დღეისათვის ტოკიო-2020-ის ლიცენზიის მფლობელები ოფიციალურად არიან : ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) გოგიტა არქანია (კარატე) , შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ,61 კგ) , გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ), ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა , +109 კგ) , ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ), გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), მარიამ იმნაძე (ცურვა) , დავით აბესაძე (ცურვა), სალომე ფაჟავა (ტანვარჯიში), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო), ლაშა ბექაური (ძიუდო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)

მიმდინარე რეიტინგის და სპორტული შედეგების მიხედვით, ახლო მომავალში ქართველ ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიგებს შემოუერთდებიან კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობის წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები