ინციდენტი და 21 დაშავებული ტურ დე ფრანსზე - პოლიცია დამნაშავე ქალბატონს ეძებს
მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ველორბოლის, ტურ დე ფრანსის წლევანდელი შეჯიბრება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინციდენტით დაიწყო. პირველი ეტაპის ფინიშის ხაზამდე დაახლოებით 45 კილომეტრით ადრე, გულშემატკივარმა სერიოზული ავარია გამოიწვია.
ერთ-ერთი მაყურებელი გზასთან იდგა, ხელში პლაკატი ეჭირა და ველომრბოლელების ნაცვლად, მისი ყურადღება კამერებისკენ იყო მიმართული. მის პლაკატს, რომელზეც Allez Omi / Opi გახლდათ გამოსახული (გერმანულად ბებიისა და ბაბუისადმი თბილი მიმართვა) გერმანელი ტონი მარტინი გამოედო და ჯაჭვური რეაქცია სწორედ ამას მოჰყვა. ინციდენტის შედეგად ათობით სპორტსმენი წაიქცა, 21-მა მათგანმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
„დავინახე, მაყურებელი გზაზე ბანერთან ერთად როგორ გადმოვიდა, მაგრამ გვერდი ვერ ავუქციე, რადგან ადგილი უბრალოდ არ მქონდა. რა სამწუხაროა... სხეულის რამდენიმე ადგილას ჩალურჯებები მაქვს, თუმცა ტურს არ გამოვეთიშები“, - განაცხადა მარტინმა.
Crazy crash at Tour De France 2021 ????????
— Nigel D'Souza (@Nigel__DSouza) June 26, 2021
A fan who was holding a message to her grandparents & grinning for the cameras took out most of the peloton with a cardboard sign ????♀️ ????♂️ ???? #TDF2021 pic.twitter.com/OEZmiSjBE9
ფრანგული პრესის ინფორმაციით, ქალბატონს, რომელმაც ავარია გამოიწვია, პოლიცია ეძებს და შესაძლოა, მას გისოსებს მიღმა 1 წლის გატარება მოუწიოს. ტურ დე ფრანსის ხელმძღვანელობა აპირებს, რომ ზემოთ ხსენებულ ქალბატონს უჩივლოს, თუმცა ჯერჯერობით იგი მიმალვაშია. დამნაშავე სავარაუდოდ, გერმანელია და მისი მინიმალური სასჯელი შესაძლოა, 13 000 ევროს ოდენობის ჯარიმა იყოს, ხოლო მაქსიმალური - 1-წლიანი პატიმრობა