საჩუქრები და სიმღერა - გუნდელებმა მესის ორიგინალურად მიულოცეს
Aa
Aa

საჩუქრები და სიმღერა - გუნდელებმა მესის ორიგინალურად მიულოცეს

1987 წლის 24 ივნისს ქვეყანას ფეხბურთის და სრულიად საფეხბურთო სამყაროს ლეგენდა ლიონელ მესი მოევლინა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი დღეს 34 წლის გახდა.

6 ოქროს ბურთის მფლობელი ამჟამად ბრაზილიაში იმყოფება და კოპა ამერიკაზე იღებს მონაწილეობას.

მესის დაბადების დღესთან დაკავშირებით, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღეს. იმ დროს, როდესაც ლეო სასტუმროს ოთახში ისვენებდა, გვიან ღამით თანაგუნდელები მივიდნენ და დაბადების დღისადმი მიძღვნილი სიმღერა უმღერეს. ამასთან ერთად ფეხბურთელებმა მას სხვადასხვა საჩუქრებიც გადასცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები