ლიოვი:
Aa
Aa

ლიოვი: "ტაქტიკას შევცვლით... რონალდუს მთელი გუნდით მივხედავთ"

იოაჰიმ ლიოვმა პორტუგალიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო კითხვას უპასუხა.

ლიოვის თქმით, ის ტაქტიკის შეცვლას გეგმავს:

„ჩვენ საფრანგეთთან თამაშით იმედგაცრუებულები ვართ. ძლიერი მეტოქე დაგვიპირისპირდა და მხოლოდ ავტოგოლის შედეგად დავმარცხდით. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი თამაში გავაანალიზეთ - მათ გააცნობიერეს რა უნდა გამოსწორდეს პორტუგალიასთან მატჩისთვის.

საფრანგეთთან შეხვედრაში თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ შეტევაში შესაბამისად კრეატიულები არ ვიყავით. ეს ის კომპონენტია, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში ვმუშაობდით. ახლა ჩვენზე ზეწოლა გაიზარდა, მაგრამ ჩვენ ოპტიმიზმით ვართ სავსე და საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ“.

-შეცვლით ტაქტიკას?

„დიახ, თავდამსხმელი უნდა დავამატოთ. უკეთესად გამოვიყენოთ სივრცე, ვიყოთ უფრო ინტენსიურები და ეფექტური. დაცვასთან დაკავშირებით, როგორც საფრანგეთთან მატჩი გვიჩვენებს, ყველაფერი საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული".

-როგორ გავაჩეროთ კრიშტიანუ რონალდუ?

„ის ადრე პორტუგალიის ერთადერთი სუპერვარსკვლავი იყო, მაგრამ ახლა ბევრი რამ შეიცვალა. მათ ჰყავთ სილვა, ფერნანდესი, ჟოტა, კარვალიო.

რა თქმა უნდა, კრიშტიანუს არა მხოლოდ პრესკონფერენციებზე კოკა-კოლას ბოთლების გადადება შეუძლია. მას შეუძლია გადაწყვიტოს მომენტები და გაიტანოს მნიშვნელოვანი გოლები. მას შეუძლია მარცხენა ფეხით, მარჯვენათი, თავით დარტყმა. ჩვენ ვიცით მისი ძლიერი მხარეები და მას მთელი გუნდით მივხედავთ“.

-რა გაშინებთ პორტუგალიის ნაკრებში?

„ისინი ევროპის ჩემპიონები არიან. გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ და ჰყავთ თაობა, რომელიც ერთად გაიზარდა. ისინი ძალიან გაწონასწორებული გუნდი არიან. მათ ჰყავთ ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები, რომელთაგან ბევრი შეიძლება საფრანგეთის ნაკრების ტოპ მოთამაშეთა დონეს შევადაროთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები