„ნება მომეცით შოუ გადავარჩინო“ - ჭიკაძე მზადაა ჰოლოუეი ჩაანაცვლოს
Aa
Aa

„ნება მომეცით შოუ გადავარჩინო“ - ჭიკაძე მზადაა ჰოლოუეი ჩაანაცვლოს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე მზადაა, მაქს ჰოლოუეი ჩაანაცვლოს და 17 ივლისს, იაირ როდრიგესთან იჩხუბოს. ჰოლოუეიმ როდრიგესის წინააღმდეგ ოქტაგონზე გასვლაზე უარი ტრავმის გამო თქვა და „ნინძას“ სურს, მაქსი ჩაანაცვლოს.

„ნება მომეცით, შოუ გადავარჩინო. იაირ, არ შეგეშინდეს. დიახ, დიდი სახელის მქონე მეტოქე მჭირდება და ეს შანსია. იაირ, ვიცი, რომ ამ საკითხზე მოგმართეს და მოდი, ქომაგებისთვის შოუ დავდგათ“.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ UFC-ში ბოლო ბრძოლა კაბ სუონსონის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ბრძოლა 63 წამში დასრულდა და „ნინძამ“ UFC-ში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა. იაირ როდრიგესს რაც შეეხება, ამ უკანასკნელის ანგარიშზე 13 მოგება და 2 წაგებაა, UFC-ში კი იგი 9-დან მხოლოდ 1 ბრძოლაში დამარცხდა.

ცნობისთვის, ჭიკაძის გარდა, როდრიგესთან ჩხუბის სურვილი ედსონ ბარბოსამაც გამოთქვა. UFC-ის გეგმების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი და ESPN-ს თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, ჰოლოუეისა და როდრიგესის ბრძოლას თარიღი შეეცვალოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები