2024 წლის ივნისამდე - ვეინალდუმი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია
ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ჟორჟინიო ვეინალდუმი კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს. პარიზულმა კლუბმა 30 წლის ნახევარმცველთან მიღწეული შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურა და განაცხადა, რომ ვეინალდუმმა კლუბს საკუთარი მომავალი 2024 წლის ივნისამდე დაუკავშირა.
„პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტის გაფორმება ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობის მქონე გუნდში გადმოვედი და მინდა, რომ ამ ამბიციურ პროექტს ჩემი სურვილებითა და ჩართულობით შევუერთდე. ბოლო წლებში პარი სენ-ჟერმენმა დაამტკიცა, რამდენად კარგი გუნდია და დარწმუნებული ვარ, რომ ქომაგებთან ერთად, უფრო მაღალ მწვერვალებს დავიპყრობთ“.
✍️???? #WelcomeGini@GWijnaldum
— Paris Saint-Germain (@PSG_English) June 10, 2021
???????? #WeAreParispic.twitter.com/qHd7Se42cV
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი ნახევარცველი ლივერპულს 2016 წელს, „ნიუკასლიდან" შეუერთდა და ამ დროში მერისაიდული კლუბის მაისურით 237 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი და მოიგო 4 მნიშვნელოვანი ტიტული: ინგლისის პრემიერლიგა (2019/20), ჩემპიონთა ლიგა (2018/19), მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (2019) და სუპერთასი (2019).