7-კაცა ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა, ლიეტუვასთან შეხვედრა ბოლო წუთზე გადაარჩინა
Aa
Aa

7-კაცა ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა, ლიეტუვასთან შეხვედრა ბოლო წუთზე გადაარჩინა

საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები, რაგბი ევროპის ეგიდით ლისაბონში პორტუგალიას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, ანგარიშით - 12:19 დამარცხდა. დამარცხდა ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩშიც, გერმანიის წინააღმდეგ, ამჯერად ბევრად სოლიდური სხვაობით- 0-29.

ჩვენმა მეტოქემ პირველ ტაიმში ოთხი, ხოლო მეორე ნახევარში ერთი ლელო გაიტანა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის სერიის პირველი ეტაპის დასკვნით მატჩში  ჩვენმა გუნდმა ლიეტუვას წინააღმდეგ გაიმარჯვა. პირველი სამატჩო დღის ბოლოს, შვიდკაცამ ნიკოლოზ გიგაურის გამარჯვების მომტანი ლელოთი მატჩის საბოლოო ანგარიში გადაირჩინა (19-14).

ფოტო: რაგბის კავშირი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები