რეალი მომხდარით გაკვირვებულია - როგორ გადაიბირა იუვემ ალეგრი
Aa
Aa

რეალი მომხდარით გაკვირვებულია - როგორ გადაიბირა იუვემ ალეგრი

მასიმილიანო ალეგრის ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნება კვირის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენა იყო. ბევრი ელოდა, რომ იტალიელი მადრიდის „რეალში“ ზიდანის პოსტს დაიკავებდა, თუმცა მოულოდნელად „ბებერმა ქალბატონმა“ „სამეფო კლუბი“ ხელცარიელი დატოვა.

როგორც ირკვევა, „რეალს“ ალეგრისთან მოლაპარაკებების დაწყება ზიდანის ოფიციალურად წასვლის შემდეგ სურდა, რომ „ზიზუსთვის“ პატივი ეცათ.

ესპანური AS-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ალეგრის ამ ზაფხულს კლუბის გარეშე დარჩენის ეშინოდა, რადგან ორი წლის განმავლობაში უმუშევარი იყო. საბოლოოდ, „რეალმა“ „მედ მაქსთან“ მოლაპარაკებების დაწყებაც კი ვერ მოასწრო, რადგან ოთხშაბათ საღამოს ზიდანის წასვლის გაოფიციალურების შემდეგ მათ შეიტყვეს, რომ ალეგრისა და „იუვენტუსს“ შორის უკვე შეთანხმება მიღწეული იყო.

ალეგრის შეთავაზება „ინტერიდანაც“ ჰქონდა, თან საკმაოდ სერიოზულიც, თუმცა შეთანხმება საბოლოოდ ვერ შედგა.

„იუვენტუსმა“ ალეგრის ულტიმატუმი წაუყენა - თუ, ის მათ წინადადებას ოთხშაბათს არ დათანხმდებოდა, ტურინელები მას ხუთშაბათს უკან გაიხმობდნენ.

საბოლოოდ, ალეგრის გადაწყვეტილების მიღება სწრაფად მოუხდა და „რეალის“ შეთავაზებას აღარ დაელოდა.

ალეგრის გადაწყვეტილება მადრიდში ძალიან გაუკვირდათ. ამჟამად კლუბი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატს განიხილავს. ესენი არიან ანტონიო კონტე, რაული და მაურისიო პოჩეტინო.

„რეალი“ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. ამ მომენტისთვის რთული სათქმელია, თუ ვინ მიიჩნევა უპირობო ფავორიტად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები