შენგელიას 27 ქულა და ბაზერი - ცსკა მაინც დამარცხდა
Aa
Aa

შენგელიას 27 ქულა და ბაზერი - ცსკა მაინც დამარცხდა

VTB ლიგის ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას ცსკა „ზენიტს“ დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 104:107 დამარცხდა. გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რომელმაც ძირითადი დროის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე „ბაზერი“ ჩააგდო და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

შენგელიამ პარკეტზე 44 წუთი და 47 წამი დაჰყო. ამდენი სხვა არცერთ კალათბურთელს არ უთამაშია. ამ პერიოდის განმავლობაში თორნიკემ 27 ქულას, 6 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

გეტყვით, რომ ამ მარცხის შემდეგ სერიაში ანგარიში გათანაბრდა და 1:1 გახდა. ფინალისტის ბედს მომდევნო მატჩი გადაწყვეტს, რომელიც 22 მაისს, თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები