ნაპოლიმ გაიმარჯვა - იუვენტუსი კვლავ ოთხეულს მიღმაა
Aa
Aa

ნაპოლიმ გაიმარჯვა - იუვენტუსი კვლავ ოთხეულს მიღმაა

სერია ა-ს ბოლოსწინა ტურში „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. „პარტენოპეიმ“ 76 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის მე-3 ადგილზე იმყოფება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ „იუვენტუსი“ კვლავ ოთხეულს მიღმაა. „ბებერმა ქალბატონმა“ გუშინ „ინტერი“ 3:2 დაამარცხა, თუმცა გატუზოს გუნდის გამარჯვების გამო ჩემპიონთა ლიგის ზონიდან ამოვარდა.

ამ მომენტისთვის, „მილანს“ 75 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა, თუმცა პიოლის გუნდს ჯერჯერობით თავისი მატჩი აქტივში აქვს. „როსონერი“ მიმდინარე ტურში „კალიარის“ უმასპინძლებს.

ბოლო ტურში შემდეგი მატჩები გაიმართება

„ატალანტა“ – „მილანი“

„ბოლონია“ - იუვენტუსი“

„ნაპოლი“ – „ვერონა“

სწორედ ეს მატჩები გაარკვევს ჩემპიონთა ლიგაზე გასული გუნდების ვინაობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები