სამწუხარო მარცხი - ნინიაშვილი ყაზახ ძიუდოისტთან დამარცხდა
Aa
Aa

სამწუხარო მარცხი - ნინიაშვილი ყაზახ ძიუდოისტთან დამარცხდა

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილმა ყაზანში მიმიდინარე გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი ვერ მოიპოვა.

მედლისთის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტი ყაზახ იესეტ კუანოვთან დამარცხდა.

ნინიაშვილმა ყაზანში ასევე ნახევარფინალური შეხვედრა რუს მურად ჩუპოვანოვთან დათმო

ნახევარფინალამდე კი სერბ სტრაჰინხა ბუნჩიჩს, მოლდოველ დენის ვიერუს. საუდის არაბელ აბდულაზიზ ალბაშისა და რუს არამ გრიგორიანს აჯობა.

შეგახსენებთ,რომ დღესვე ყაზანში ოქროს მედალი ლუხუმ ჩხვიამიანმა მოიპოვა,რომელმაც ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეს მოუგო.

ყაზანის გრან სლემი ხვალ გაგრძელდება და საქართველოს სახელით ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ.), ლუკა კაპანაძე (73 კგ.) და ვლადიმირ ახალკაცი(81 კგ.) იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები