ემოციური და დაუვიწყარი - სოსიედადის მწვრთნელის პრესკონფერენცია
Aa
Aa

ემოციური და დაუვიწყარი - სოსიედადის მწვრთნელის პრესკონფერენცია

დასრულდა 2019/2020 წლების სეზონის კოპა დელ რეის ფინალი, რომელიც დიდი ხნით იყო გადადებული. ბასკურ დერბიში "სოსიედადმა" "ბილბაო" მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა და ნანატრ ტიტულს დაეუფლა. "სოსიედადმა" უკანასკნელად სამეფო თასი 1987 წელს მოიგო.

მატჩის შემდეგ, "სოსიედადის" დამრიგებელს იმანოლ ალუასილს ემოციური, დაუვიწყარი და ეპიკური პრესკონფერენცია ჰქონდა. თავდაპირველად, იმანოლი მშვიდად საუბრობდა და მატჩს განიხილავდა, თუმცა შემდეგ კლუბის მაისური ჩაიცვა, შარფი შემოიხვია და ამღერდა.

გეტყვით, რომ იმანოლ ალუასილი საფეხბურთო კარიერის დროს "რეალ სოსიედადის" ფეხბურთელი იყო. ესპანელი სპეციალისტი მთავარ გუნდში 1990 წლიდან 1998 წლამდე თამაშობდა. სამწვრთნელო კარიერა 2011 წელს დაიწყო და ბასკური გუნდის ახალგაზრდებს ავარჯიშებდა. ამის შემდეგ ის "სოსიედადის" მეორე გუნდის მწვრთნელის თანაშემწე გახდა. მოგვიანებით კი მთავარი დამრიგებელი.

2018 წელს, 49 წლის სპეციალისტი "რეალ სოსიედადის" მთავარი თავკაცი გახდა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტიტულის მოგება შეძლო. მისი კლუბისადმი სიყვარული უკანასკნელი პრესკონფერენციიდანაც ჩანს. "რეალ სოსიედადი" და იმანოლ ალუასილი ერთმანეთთან მჭიდრო ემოციურ კავშირში არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები