Aa
Aa

"სისხლიანი სტადიონები" - ყატარში 6500-ზე მეტი ემიგრანტი მშენებლობას შეეწირა

მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წელს ყატარში გაიმართება. აზიაში ამ ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის მზადება დიდი ხანია დაწყებულია. ორგანიზატორებს სურთ, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდეს და ისტორიაში საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი გამოვიდეს.

ყატარში 8 ახალი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტები ასრულებენ, თუმცა ცნობილი გახდა, რომ სტადიონის მშენებლობებს უამრავი ადამიანი ეწირება. საუბარია დაახლოებით 6500 ადამიანზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით გარადაიცვალნენ.

ყატარმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2010 წელს მოიპოვა. ამ პერიოდის შემდეგ კი ადამიანები ნეპალიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან, და ბანგლადეშიდან იღუპებიან. გარდაცვალების მიზეზი ხშირად სხვადასხვაა.

სტატისტიკის მიხედვით, 1 კვირაში 12 სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი იღუპება. მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ნეპალის და ინდოეთის 5927 მოქალაქე გარდაიცვალა. 2010 წლიდან 2020 წლის ჩათვლით კი 824 პაკისტანის მოქალაქის სიკვდილი დაფიქსირდა.

დაღუპულთა საერთო მაჩვენებელი გაცილებით დიდია, რადგან მოცემულ სტატისტიკაში არ შედის ადამიანები ფილიპინებიდან და კენიიდან. ასევე არ შედის სიკვდილიანობა, რომლებიც 2020 წლის ბოლო თვეებში მოხდა. უკანასკნელ 10 წელიწადში ყატარში მხოლოდ სტადიონის მშენებლობა არ მიმდინარეობს. მსოფლიო ჩემპიონატისთვის, მთლიანად ახალი ქალაქი შენდება, რომელშიც ბუნებრივია უამრავი ინფრასტრუქტურაა მოსაწყობი. აეროპორტი, გზები, სახლები და ა.შ

ვიგებთ, რომ ყატარში სხვადასხვა მომსახურე პერსონალს კლასიფიკაცია გააჩნია. The Guardian წერს, რომ არსებობენ მუშები, რომლებიც "არასამთავრობო" სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას. 37 ასეთი ადამიანიდან 34 დაიღუპა, რადგან სხვადასხვა ნაგებობები ჩამოინგრა და ისინი ნანგრევებში მოყვნენ.

ექსპერტები "არასამთავრობო" ტერმინს ეჭვქვეშ აყენებენ, რადგან ამ ტერმინს სიკვდილიანობის აღსაწერად იყენებენ და მოცემული ციფრები არასანდოა. დასკვნები ცხადჰყოფს, რომ ყატარი 2 მილიონ მომუშავე პერსონალს ვერ დაიცავს. The Guardian წერს, რომ გამოძიების დაწყებაა საჭირო.

სტატისტიკების მიღმა არსებობს უამრავი ოჯახი, რომლებიც საყვარელი ადამიანების გარეშე დარჩნენ და არც იციან რა სიტუაციაში გარდაიცვალნენ მათი ოჯახის წევრები. ხსენებული ოჯახები კომპენსაციას ითხოვენ, თუმცა ამ საკითხს არავინ სერიოზულად არ უდგება.

გალ სინგი ნეპალელი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლეი იყო, რომელმაც ყატარში სამუშაოს დასაწყებად 1000 ევრო გადაიხადა და ერთი კვირის შემდეგ თავი მოიკლა. კიდევ ერთი თანამშრომელი მოჰამედ შაჰიდ მია იყო ბანგლადეშიდან. მოჰამედი ელექტრო გაყვანილობის სპეციალისტი იყო. ერთ-ერთ სამუშაო დღეს, გაყვანილობას წყალი შეეხო, მოჰამედს დენმა დაარტყა და დაიღუპა.

ინდოელი მადუ ბოლაჰალის ოჯახისთვის დღემდე გაურკვეველია რა სიტუაციაში დაიღუპა მათი საყვარელი ადამიანი. ბოლაჰალის ცხედარი საერთო საცხოვრებლის იატაკზე იპოვეს. ასევე ცნობილი ხდება, რომ ადგილობრივი ყატარელი თანამშრომლები სხეულის მრავალი დაზიანებით გარდაიცვალნენ. ფიქსირდება სიმაღლიდან გადმოვარდნის ფაქტებიც.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკაში ყველაზე ხშირად ბუნებრივი სიკვდილი ფიქსირდება. ამის მიზეზი ჰაერის უკმარისობა და გულის მწვავე არითმია გახდა. The Guardian-ის მოპოვებული სტატისტიკის მიხედვით, ნეპალელი, ინდოელი და ბანგლადეშელი მომსახურე პერსონალის 69 % ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

სიკვდილიანობის ასეთი კლასიფიკაცია არასწორია. გაკვეთის გარეშე გარდაცვალების რეალური მიზეზის გაგება შეუძლებელია. გაკვეთა კი უმეტეს შემთხვევაში არ ხდება. 2019 წლის ზაფხულში აღმოჩნდა, რომ თანამშრომლების უმეტესი ნაწილის გარდაცვალების მიზეზი ზედმეტი სიცხე და უჰაერობა გახდა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც გარე ფასადებზე მუშაობდნენ.

"ყატარის მთავრობა ამ საკითხზე დიდად თავს არ იწუხებს. მე მოვუწოდებ მთავრობას, რომ გაკვეთის შესახებ კანონში ცვლილება შეიტანონ და ზუსტად იცოდეს ყველამ თუ რატომ გარდაიცვალნენ ამდენი ადამიანები. ასევე ვითხოვთ, რომ ყველა დაღუპულ ადამიანს საბუთში გარდაცვალების მიზეზი ჩაეწეროს." - აცხადებს ადამიანური რესურსების მონიტორინგის კომპანიის ხელმძღვანელი ჰიბა ზაუადინი

ყატარის მთავრობა კი სულ სხვა რამეს ამბობს: "დევნილი ქვეყნებიდან ჩვენთან მოქალაქეების მხოლოდ 20 პროცენტია დასაქმებული და ისინი უბრალოდ წლების განმავლობაში თანაცხოვრების შემდეგ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალნენ. ასეთი შემთხვევა კი მხოლოდ 10 % იყო." 

მთავრობის ეს განცხადება სტატისტიკის პირდაპირ ცდომილებისკენ მიგვითითებს, თუმცა რა გასაკვირია, რომ მმართველი ორგანოები ასეთ ფაქტებს მალავენ და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ.

ამ ყველაფერს საჯაროდ აპროტესტებენ გერმანიის და ნიდერლანდების ნაკრებები. ნიდერლანდების ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვია 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კი ფეხბურთელებმა სპეციალურად დამზადებული მაისურები ჩაიცვეს, რომლებზეც "ფეხბურთი ცვლილებებს უჭერს მხარს" ეწერა.

"ყატარი არის ის ადგილი, სადაც გვსურს, რომ მსოფლიო ჩემპიონები გავხდეთ, მაგრამ რაც იქ ხდება ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია და ვაპროტესტებთ. ჯერ კიდევ 2010 წელს ჩვენ ვთქვით, რომ არ გვინდოდა მუნდიალის ყატარში ჩატარება, რადგან იქ მომუშავე პერსონალი საშინელ პირობებში აღმოჩნდებოდა." - ნათქვამია ნიდერლანდების საფეხბურთო ასოციაციის საიტზე

ერთი დღით ადრე, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა ისლანდიასთან მატჩის დაწყებამდე ჩაიცვეს მაისურები, რომლებზეც "ადამიანთა უფლებები" ეწერა. ამ ჟესტით, გერმანელები ყატარში მომუშავე პერსონალს მხარს უჭერენ.

"ჩვენ ყოველთვის მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს ღირებულებებს. ყოველთვის უნდა ამოვიღოთ ხმა ადამიანების უფლებების შესახებ." - თქვა გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ფრიც კელერმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები