„მადლობა ფედერაციასა და გუნდს
Aa
Aa

„მადლობა ფედერაციასა და გუნდს" - მიქაუტაძე სადებიუტო მატჩით ბედნიერია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოქვეყნა და განაცხადა, რომ ტრავმის გამო ესპანეთთან და საბერძნეთთან გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

„მოგესალმებით, ყველას. სამწუხაროდ, ჩემი ერთგული გულშემატკივრებისთვის ცუდი ამბავი მაქვს. დღეს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების რიგებში თამაშის გეგმები ტრავმის გამო შემეცვალა და იძულებული ვარ, რამდენიმე მატჩი აპრილშიც გამოვტოვო.

მიუხედავად ამისა, ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩემი დებიუტი რომ შედგა. დიდი მადლობა ფედერაციასა და მთელ გუნდს. დასრულებული არაფერია. მოედანზე უფრო მეტი თავგადასავლებისთვის მალე შეგხვდებით“.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე შვედეთის წინააღმდეგ მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა და გიორგი ქვილითაია შეცვალა.

ფოტო - nakrebi.ge.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები