დაძაბული ბრძოლა და გამარჯვება - ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი დაამარცხა
Aa
Aa

დაძაბული ბრძოლა და გამარჯვება - ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი დაამარცხა

მარტის ბაშოს მე-12 დღეს ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე პირველ მაეგაშირას, ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა, რომელიც ტოჩინოშინთან ჯახს 2 მოგებითა და 9 წაგებით შეხვდა.

ბრძოლა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ლევანმა კარგი ტაჩიაით დაიწყო და საყვარელ პოზიციაში აღმოჩნდა, რის შემდეგაც უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია და ბრძოლა, რომელიც 1 წუთსა და 3 წამს გაგრძელდა, შიტატენაგეს ილეთით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ „ტოჩიმ“ მე-5-ედ იმარჯვა და კაჩი-კოშის დაფიქსირების შანსი არ დაუკარგავს. ამისთვის, ლევანმა დარჩენილი 3 შერკინებიდან ყველა უნდა მოიგოს

ხვალ, ქართველი გოლიათი მე-4 მაეგაშირას, კირიბაიამას შეერკინება. მონღოლ სუმოტორს წარუმატებელი ბაშო აქვს და დაქვეითების თავიდან ასარიდებლად იბრძვის. ტოჩინოშინი მის წინააღმდეგ დოჰიოზე 3-ჯერ გავიდა და დადებითი ბალანსი აქვს. ლევანმა სამივე ბრძოლა 2020 წელს გამართა და 2-ჯერ იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები