Aa
Aa

"მრისხანე მზერით გვიყურებდა და რუსულად რაღაცას გვეუბნებოდა..."

7 მარტს, ლას ვეგასში რუსი პიოტრ იანი სატიტულო ბრძოლას ამერიკელ ალჯამეინ სტერლინგთან გამართავს, რომელიც მერაბ დვალიშვილის მეგობარია.

მერაბი სტერლინგთან ერთად ვარჯიშობს და მის საგულშემატკივროდ აშშ-ში იმყოფება. დვალიშვილმა რუსულ sport-express-თან მოახლოებულ ორთაბრძოლაზე ისაუბრა და ერთი ისტორიაც გაიხსენა:

„მე, მას როგორც მებრძოლს დიდი პატივს ვცემ, თუმცა ბევრი ლაპარაკი უყვარს. ერთხელ მე და სტერლიგნი მას სასტუმროში შემთხვევით შევხვდით. ის მრისხანე გამომეტყველებით გვიყურებდა.

ჩემთვის ეს გასაგებია. ის ორთაბრძოლების წინ განწყობის შექმნას ამ გზით ცდილობს. ყველას განსხვავებული მიდგომა აქვს. მაგალითად, მე უფრო ხშირად ვიღიმი, ვცდილობ ვიყო პოზიტიური და მეტოქეს ხელსაც ვართმევ. შეიძლება მას წარმატებაც კი ვუსურვო და ეს ჩემს გამოსვლაზე გავლენას ვერ მოახდენს.

პიოტრს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ის ოპონენტში მტერს ხედავს. მას სჭირდება, რომ ის მოკლას. მე ამას ნორმალურად ვუყურებ.

მას სასტუმროში ზუსტად 2 წლის წინ აშშ-ში, კერძოდ კი ფინიქსში შევხვდი. მე და ალჯო (სტერლინგი) სადღაც მივდიოდით და უცებ მას შევხვდით. შიშის მომგვრელი მზერით გვიყურებდა და რუსულად რაღაცას გვეუბნებოდა, თუმცა მისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია.

სულ ახლახანს, როცა პიოტრი ვეგასში გაფრინდა, მისი და ალჯოს მზერა კვლავ გადაიკვეთა. როგორც სტერლინგმა მითხრა, პიოტრი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც 2 წლის წინ. უკმაყოფილო და მრისხანე გამომეტყველებით უყურებდა და რაღაც უთხრა. ალჯომ კი უპასუხა: „როგორ ხარ ძმაო?“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები