Aa Aa
4 მარტი 2021  |  13:51

''გული ძალიან დამწყდა ყაზაიშვილის კორეაში წასვლის გამო'' - არველაძეს ვაკო ევროპაში სურდა

''კიოლნისა'' და ''ბრედას'' ექს-ფორვარდმა არჩილ არველაძემ გადაცემაში ''ტაიმაუტი'' არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მათ შორის ვაკო ყაზაიშვილის სამხრეთ კორეაში გადასვლასა და გიორგი ჩაკვეტაძის სათამაშო ფორმაზე. მისი აზრით ჩაკვეტაძე უახლოესი სანაკრებო მატჩებისთვის ფორმაში შესვლას ვერ მოასწრებს.

''სულ ცოტა ხნის წინ ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი უკლუბოდ იყო, თუმცა შემდეგ შეუერთდნენ ახალ კლუბებს.

გული ძალიან დამწყდა, რომ ვაკო ყაზაიშვილი სათამაშოდ სამხრეთ კორეაში წავიდა. მინდოდა, რომ მას კარიერა ევროპაში გაეგრძელებინა.

მეეჭვება, რომ ჩაკვეტაძემ უახლოეს სანაკრებო მატჩებში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა მწვრთნელს შეუძლია გამოიძახოს და გუნდთან ერთად ამყოფოს, გუნდთან ერთად ავარჯიშოს, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია''.

შეგახსენებთ, 2020 წლის აზიის ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ''ულსან ჰიუნდაიმ'' მოიგო. ვაკო ყაზაიშვილი სწორედ ამ გუნდის წევრი გახდა, თუმცა არველაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი კარიერის ევროპაში გაგრძელება იქნებოდა.

MLS-ის დატოვების შემდეგ ვაკოს რამდენიმე კლუბს უკავშირებდნენ. უცხოური გამოცემების ცნობით, ყაზაიშვილს თურქული კლუბის ვარიანტიც ჰქონდა, მაგრამ არჩევანი სამხრეთ კორეულ გუნდზე შეაჩერა.

28 წლის ფეხბურთელს რუსთავის ''მეტალურგში'', არნემის ''ვიტესში'', პოლონურ ''ლეგიასა'' და ''სან ხოსეში'' უთამაშია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში