სუპერდამაჯერებლად! - მედვედევი AUS OPEN-ის ფინალში ჯოკოვიჩზე გავიდა
Aa
Aa

სუპერდამაჯერებლად! - მედვედევი AUS OPEN-ის ფინალში ჯოკოვიჩზე გავიდა

დანილ მედვედევმა საკუთარი შესანიშნავი მოგებათა სერია კიდევ უფრო გაზარდა და AUS OPEN-ის 1/2 ფინალში სტეფანოს ციციპასის იოლად დამარცხებით სატიტულო შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მიიღო.

რუსმა ჩოგბურთელმა, რომელიც ბერძენთან ფავორიტად მიიჩნეოდა, სტატუსი 100%-ით გაამართლა და თამაში 3 სეტში - 6:4; 6:2; 7:5-ით დახურა. მედვედევმა 46 ვინერსი მიითვალა, ხოლო უნებლიე შეცდომის გამო ქულა 21-ჯერ დაკარგა, ასევე პირველ მოწოდებაზე ქულების 88% (56-დან 49) მოიგო.

გვიანი შემოდგომიდან მოყოლებული დანილი ბრწყინვალე ფორმაშია და ATP-ის ეგიდით ზედიზედ უკვე 20 შეხვედრა აქვს მოგებული. მისი ეს სერია 30 ოქტომბერს დაიწყო.

"ჩემი ამ სერიის აღსაწერად ახსნა არ მაქვს. უბრალოდ, მთელი ცხოვრების განმავლობაში თავდაუზოგავად ვშრომობ და ამჟამინდელი ყველა მომენტით სიამოვნებას ვიღებ. ძალიან კარგი მაჩვენებელია და იმედია, გაგრძელდება", - აღნიშნა მატჩის შემდეგ 25 წლის რუსმა.

დანილ მედვედევი თავისი ქვეყნის მხოლოდ მე-3 წარმომადგენელია, რომელიც დიდი სლემის ერთზე მეტი ტურნირის ფინალში გავიდა. აქამდე ასეთი რამ იევგენი კაფელნიკოვმა და მარატ საფინმა გააკეთეს.

მსოფლიოს მე-4 ჩოგანმა 2019 წელს ამერიკის ღია პირველობის ფინალში ითამაშა, კვირას კი უკვე მეორე გამოცდა ელის და კვირას გასამართ ფინალურ შეხვედრაში მსოფლიო რეიგინგის ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება. თავის მხრივ, "ნოლე" დიდი სლემის მე-18 ტიტულს უმიზნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები