ჩარლტონის რეკორდისთვის - რაშფორდი ლეგენდის მაჩვენებელს უმიზნებს
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, „სოსიედადს“ ტურინში 4:0 მოუგო და შემდეგი რაუნდის საგზური ფაქტობრივად გაინაღდა.
„წითელი ეშმაკებისგან“ ერთ-ერთი გოლი შეაგდო მარკუს რაშფორდმა, რომელიც ლეგენდარული ბობი ჩარლტონის შედეგის გაუმჯობესებას ცდილობს. საქმე ისაა, რომ ჩარლტონის შემდეგ ევროტურნირების ერთ სეზონში „იუნაიტედის“ მაისურით 8-ზე მეტი გოლი არც ერთ ინგლისელ ფეხბურთელს გაუტანია.
7 - Marcus Rashford has scored seven goals in European competition this season for Manchester United - excluding qualifiers, this is the most by an Englishman in a season for the Red Devils since Bobby Charlton scored eight in the 1964-65 Fairs Cup. Devil. pic.twitter.com/I3ZiWa7Gyx
— OptaJoe (@OptaJoe) February 18, 2021
რაშფორდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 6 გოლი მიითვალა, გუშინდელ მატჩში თავის გამოჩენის შემდეგ კი 1964-65 წლების სეზონის შემდეგ „წითელ ეშმაკთა“ პირველი ინგლისელი გახდა, რომელმაც ევროტურნირების ერთ სეზონში 7 ან მეტი გოლი შეაგდო.
როგორც აღვნიშნეთ, რეკორდი ეკუთვნის ჩარლტონს, რომელმაც ხსენებულ სეზონში ბაზრობათა თასზე, რომელიც ევროპა ლიგის წინამორბედი ტურნირია, 8 შედეგიანი დარტყმა მიითვალა.
რაშფორდს ზოგადად მიმდინარე სეზონში 17 გოლი აქვს გატანილი, რაც გუნდში ბრუნო ფერნანდეშის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია. პორტუგალიელმა მეტოქეთა კარი 21-ჯერ აიღო.